fbpx

ნიკოლოზ მჟავანაძე ირმა ინაშვილს მიმართავს გაემიჯნოს ელისო კილაძეს

ტვ,,ობიექტივის,,წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის ცილისწამებებს უპასუხა და ,,ობიექტივის,,დამფუძნებელს ირმა ინაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა პოზიცია ,გთავაზობთ მჟავანაძისა და ირმა ინაშვილის საჯარო მიმოწერას-

ირმა ინაშვილინიკოლოზ, გამარჯობა. თუ ვინმესთან რაიმე დებატში შედიხარ, თავად აწარმოე ეს დებატი, მე ამ დებატის თანამონაწილე არ ვარ და რატომ მეყრდნობი მე, არ მესმის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ იმ დებატის თანამონაწილედ მხდი, რომელთანაც შეხება არა მაქვს და ეს არაა სწორი… და, სხვათა შორის, არც პირველი შემთხვევაა.

Nikoloz Mzhavanadzeირმა ინაშვილი გამარჯობათ ირმა. თქვენ რატომ გხდით მონაწილეს. მე ვსაუბრობ მტკიცებულებით ყველა ჩემს ოპონენტთან. ის რომ კილაძე აგენტია ყველამ იცის, მაგრამ თქვენ როგორც ობიექტივის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გააკეთეთ ეს განცხადება და თან მისი ზედმეტსახელიც თქვით და ეს თქვით მედიისთვის. სხვას არავის უთქვამს რომ ის კუდის აგენტი ნუკრია. თუ რამე არაზუსტს ვიძახი მაშინ შემისწორეთ. ან თუ თვლით რომ მაშინ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება არასწორია. თქვენ ხართ გამორჩეული ფიგურა პოლიტიკაშიც და მედიაშიც, თქვენ სიტყვას ოქროს ფასი აქვს და ამიტომ ვციტირებ თქვენს ბრალდებას კილაძისადმი ეს რომ ვიღაცა რიგით ადამიანს ეთქვა მე მის სიტყვებს არც დავეყრდნობოდი. ნიკოლოზ მჟავანაძეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,სახელით დაემუქრა ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება