“ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის “მედიახმა” კვლევის პრეზენტაციას, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის. თბილისში, 26 მარტს, „მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით „მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორისა, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგენს. გავრცელებული ინფორმაციით პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი. ცნობისთვის, მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც საქმიანობა ეკა გიგაურთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ გააგრძელა.