ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ, რომ რამენაირად არ დაჰბრალდეს სტატუსის მიღება ხელისუფლებას. რა ვიცი, ვის უნდა დაბრალდეს, ვინც რა უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ. მოგვცენ კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხაბეიშვილსა და მელიას აქვთ მეტი რესურსი ერთ აზრზე იყვნენ, რადგან ერთი დავალების ქვეშ მოქმედებენ. ამ ვითარებაშიც კი, როცა მესიჯ-ბოქსიც ერთი აქვთ ამ ქვეყნისათვის, ერთი მავნე მიმართულებით საერთო მესიჯ-ბოქსით და მიზნებით მოქმედებენ. ქვეყნის წინააღმდეგაც მოქმედებენ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. მათ სკანდალური ამბავი გაუსკდათ – ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ან თუ მიიღებს, რაღაცნაირი მესიჯები გაახმოვანონ, რომ რამენაირად არ დაჰბრალდეს სტატუსის მიღება ხელისუფლებას. რა ვიცი, ვის უნდა დაჰბრალდეს, ვინც რაც უნდა ის დაიბრალოს, ოღონდ ეს ქვეყანა არ დააზიანონ. მოგვცენ კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ მთავარი მოცემულობა ისაა, რის თქმასაც ვერ ბედავენ. დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამას ვერც პრეზიდენტს და ვერც ნებისმიერ ოპონენტს ვერ წამოაცდენინებთ. ერთი დღე მაინც რომ გვქონდეს ისეთი, რომ გადადონ ყველაფერი გვერდზე და თქვან, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამას ვერ ბედავენ და დანარჩენზე რაზე ვლაპარაკობთ?! „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ვერ იყოფენ ფულს, რომელიც თავის დროზე საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარეს და შიდა გავლენებს ვერ იყოფენ“,- აღნიშნა მდინარაძემ.