fbpx

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა -სოზარ სუბარი

„გადამეტებული ბაქიბუქი შიშის ყველაზე კარგი ინდიკატორია და რისი ეშინიათ, მართლა ვერ გავიგე, კანონი არსებობს და უნდა იკანონოს, ამას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. გაუგებარია, რას აპირებენ. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც  ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არაფერი არ სჭირდება. კანონი ასრულდება კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს ის შესაბამისად კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. ენას მთელი დღეა ხმარობენ და დავიღალეთ ჩვენც და მგონი მთელი საზოგადოებაც. თამაშობენ და დავანებოთ თავი. ამ თამაშით დაიღლებიან თვითონაც და რატომ ვერ ეგუებიან წაგებას?! სასამართლო იმიტომაა სასამართლო, რომ არავის ჭკუაზე არ გაივლის და არავის ნებას არ აღასრულებს, ჩვენ მივეცით პროკურატურას საშუალება, რომ საქმე მისულიყო სასამართლოში. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც იქნება კანონიერი.  ნიკა მელიას მართლა აქეზებენ. აქეზებს პირველ რიგში სააკაშვილი, რომელიც თვითონ ვერ ბედავს აქ ჩამოსვლას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება