fbpx

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი მივიდა

რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი მივიდა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი იმ ოპოზიონერ ლიდერებს შეუერთდა, რომლებიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ნაცმოძრაობის“ ოფისში არიან შეკრებილები.

ოფისის შესასვლელთან აქტივისტებმა შეშით სავსე კასრები განათავსეს – როგორც თავად ამბობენ, გასათბობად.

ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, გიგი უგულავა და სხვები აცხადებენ, რომ თუ სასამართლო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი მზად არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ფიზიკურად დაიცვან და სამართალდამცველებს არ გაატანონ.

ოპოზიციაში არ მალავენ, რომ თუ პოლიცია მელიას დაკავების დროს ძალას გამოიყენებს, ისინიც ძალის გამოყენებით უპასუხებენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება