fbpx



„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინ ხინკალი მიიტანეს

ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინ ხინკალი მიიტანეს. ამით ისინი პროტესტს გამოხატავენ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, არაკვალიფიციურობის გამო და მის არაკომპეტენტურობას უსვამენ ხაზს.

ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემაჯამებელი ოლქების განხილვა მიმდინარეობს, სადაც უნდა მოხდეს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური საუბნო-საარჩევნო კომისის წევრების დამტკიცება

ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ რომ თითოეული კანდიდატი წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები არიან და ისინი არ უნდა ინიშნებოდნენ ამ თანამდებობაზე.

კომისიის სხდომაზე ამ საკითხს დიდი დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე, დავით მჟავანაძე სხდომიდან პოლიციის ძალით გამოაძევეს.

როგორც ის აცხადებს მასზე პოლიციის თანამშრიმელმა ფიზიკურადაც იძალადა.

ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ რომ ბერდია ლომაძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის წევრებს წლების განმავლობაში ხინკლითა და ლუდით უზრუნველყოფდა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია