fbpx

ნაციონალური მოძრაობის ნაწილი ნონა მამულაშვილის განცხადებას ემიჯნება

ნაციონალური მოძრაობის ნაწილი ნონა მამულაშვილის განცხადებას ემიჯნება, რომელიც დეპუტატ, ალეკო ელისაშვილს აკრიტიკებს.

როგორც გიორგი ონიანი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ვინც დღეს უკრაინაშია და რაიმე სახით ეხმარება უკრაინელებს და მსოფლიოს ცივილიზაციას გამარჯვებაში, იმსახურებს უდიდეს პატივისცემას.

„ჩემთვის ზემოთ გამოთქმული პოზიცია არის მიუღებელი, უფრო მეტიც, ვთვლი ჩემი ან ჩვენი პარტიის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსიც კი, ვინც დღეს უკრაინაშია და რაიმე სახით ეხმარება უკრაინელებს და მსოფლიოს ცივილიზაციას გამარჯვებაში, იმსახურებს უდიდეს პატივისცემას, ყველას უსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და მტერზე გამარჯვებას “, – წერს გიორგი ონიანი

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნონა მამულაშვილმა უკრაინაში მოხალისედ მყოფ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში მიმართა.

“გინდა დეშეკა დაიჭირე, გინდა ზარბაზანი, კახელმა კაცმა გითხრა რაც ხარ და ჩუმად მაინც იყავი, მაგ ომში მაინც ნუ ჩაი*ვავ ….ტფუ“, – წერს ნონა მამულაშვილი. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია