fbpx

ნატოს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის
პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი
ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის
(NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა.
სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა. მე-12 ბატალიონის მე-3
მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის,
ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები
განახორციელეს. 3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატოს
შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის.
აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7
სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო
მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება