fbpx

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა
და შეფასების ერთობლივ ცენტრში
ადმირალი რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი
ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილო-ატლანტიკური
ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში
უკვე მეოთხედ იმყოფება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის
წარმომადგენლებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და
შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა.
ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი
ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები,
ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემები
გააცნო. სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და
მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები – „დიდგორი 2021“
და „MAPLE ARCH“ პირადად დაათვალიერეს. ონლაინ რეჟიმში თურქეთ-
აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ სწავლებას „Eternity 2021” და
დამკვირვებელ-მაკონტროლებელის საერთაშორისო კურსის
მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.
მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და ნატოს
სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა
თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს
სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო
პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს
ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს
ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის,

სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური
მისწრაფებების მიმართ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია