fbpx

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესს ზედამხედველობას დამოუკიდებელი საბჭო გაუწევს. ეს ერთ-ერთი პუნქტია იმ შეთანხმებიდან, რაზეც საქართველოს მთავრობამ ინვესტორ კომპანია ENKA-თან მიაღწია.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში რიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, მათ შორის ნებისმიერი თქვენთაგანი შეძლებს მასში მონაწილეობას, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე რაიმე ჭოჭმანი და ეჭვები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გახდა ცნობილი, მთავრობის მოთხოვნით “ნამახვანჰესის” ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება. ამასთან სახელმწიფო ინვესტორთან ერთად რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიან ფონდს შექმნის, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებს მოემსახურება. 

ამასთან, ინვესტორთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ENKA ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორიც წყალსაცავი და კაშხალია, მანამ არ დაიწყებს, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია