fbpx

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას შეხვდებიან

პრემიერის დავალებით დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ლეჩხუმში ჩავლენ. მიზანი მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაძლიერება, მათი მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ შესაძლო რისკებზე საუბარია, რამაც თავის დროზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თემასთან დაკავშირებით, მწვავე პროტესტი გამოიწვია.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლებს. დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

მოსახლეობასთან შეხვედრის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ პრემიერ-მინისტრმა გუშინ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის სხდომაზე სთხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია. ნამახვანჰესის საინვესტიციო კაპიტალი 800 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჰესის სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია