fbpx

ნათია მეზვრიშვილმა 20 ივნისის დამრბევი გახარიას ,,გამპრავებელმა,,, დამიცვა საჯაროდ და გრიგოლ ვაშაძეს ხმა არ ამოუღია-ნიკა მელია

გრიგოლ  ვაშაძემ მისი ყოფილი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა – ამის შესახებ რუსთავის საპატიმროში მყოფმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, გრიგოლ ვაშაძესთან მეგობრობდა და გული წყდება, რომ მის დასაცავად ხმა არ ამოღია, მაშინ როცა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმაც კი მისი დაკავება გააპროტესტეს.

„ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, გამპრავებელმა, აი ამ ნათია მეზვრიშვილმა დამიცვა საჯაროდ, ეს ერთი მაგალითია. ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა დამიცვა საჯაროდ, რომ არაფერი ვთქვა სხვებზე და საერთაშორისო თანამეგრობაზეც.

ამ ყველაფრის ფონზე, ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში. რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში. გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემს დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდევაც საქართველოს პრეზიდენტად, აი, ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე ამ კაცს ხმა არ ამოუღია. მისი ყოფილი პირადი კაბინეტის აღებას უყურა პირდაპირ ეთერში და ამაზე არ დაუძრავს ხმა. მთელი მსოფლიო და მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობს, ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავისზე და არაფერზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება