fbpx



ნათია თურნავა – მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად

 ნათია თურნავა – მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად

 

  დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული 64 სასტუმროში. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს – სასტუმროების „კაჭრეთის ამბასადორი“, „შერატონ გრანდ თბილისი“, „მოქსის“, „იბისის“ და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი კი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას. ჯანმრთელობას გისურვებთ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია