fbpx

ნათია თურნავა-დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გავუშვით, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე.

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები სააფთიაქო ქსელებში დღეიდან გაიყიდება

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გავუშვით, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდეს წამყვან სააფთიაქო ქსელებში პირბადეები.

აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პეესპეზე“ და „ჯიპისიზე“, ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების განაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება,”- აცხადებს ნათუა თურნავა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების გამო სააფთიაქო ქსელში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა, საქართველოში მისი წარმოება დაიწყეს. სამედიცინო პირბადეების დამზადება აჭარაში მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება