fbpx

მძიმე კოვიდგადატანილ პაციენტებს, „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“, უფასო სარეაბილიტაციო კურსის გავლა შეუძლიათ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილ პაციენტებს, „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“, უფასო სარეაბილიტაციო კურსის გავლა შეუძლიათ.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრის“ დირექტორი, რეზო ჟღენტმა „სამხრეთის კარიბჭის” ეთერში დეტალურად განმარტა, რას მოიცავს სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობა და ვის შეუძლია იქ მოხვედრა.

„აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოხვედრა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ყოველ პარასკევს ტარდება თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. ამ კომისიას წარედგინება ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოხვედრისთვის საჭიროა. კომისია განიხილავს პაციენტთა ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობას.

ეს არ არის სტანდარტული გაგებით სტაციონალური სამკურნალო დაწესებულება. ეს არის სარეაბილიტაციო, პრევენციის ღონისძიებების გამტარებელი ცენტრი, სადაც გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი პაციენტების რეაბილიტაცია ხდება. თუ არის პათოლოგიების გამწვავების სტადია ესეთი პაციენტი ჩვენთა ვერ მოხვდება. ჩვენთან შეიძლება მოხვდეს ფილტვის ყველა ქრონიკული პათოლოგია რემისიის ფაზაში სუნთქვის უკმარისობის გარეშე.”, – განაცხადა რეზო ჟღენტმა „სამხრეთს არიბჭესთან”.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია