fbpx



მსოფლიოში ცნობილი, ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია „ლოვა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წერილს უგზავნის

მსოფლიოში ცნობილი, ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია „ლოვა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წერილს უგზავნის, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი სამხედრო ფეხსაცმელი, იგივე ბათინკი, ნამდვილად აღნიშნული კომპანიის კუთვნილ ქარხანაში, ევროკავშირში არის ნაწარმოები.

“ბატონებო,ჩვენ 100%-იან გარანტიას ვიძლევით, რომ ბათინკები, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, ევროკავშირში, ჩვენს ქარხანაში არის დამზადებული.

ამ ქარხანაში ვაწარმოებთ დაახლოებით 10 000 წყვილ Lowa-ს ფეხსაცმელს დღეში.გთხოვთ, დანართად იხილოთ ჩვენი კომპანიის DIN EN ISO 9001:2015 სერტიფიკატი. დამოუკიდებელი ინსტიტუტი PFI ყოველწლიურად ახორციელებს ჩვენი კომპანიის მთლიან აუდიტს.საუკეთესო სურვილებითჰოლგერ ნოიექსპორტის ზონის მენეჯერი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია