fbpx

მოულოდნელად აღმოვჩნდი გაუგებარ სიტუაციაში,მაკა მახარაძემ გიორგი გახარიას მხარდამჭერთა კლუბი დატოვა

გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფი, ცნობილმა ბალერინამ მაკა მახარაძემ დატოვა.

ინფორმაცია მან „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა. მისივე თქმით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის და წუხს რომ ამ „გაუგებრობაში“ მოხვდა.

„აღარ ვარ იქ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო. არ არის ჩემი საქმე და მთელი ამბავი ეს არის. მე ამ საქმეში არ გამოვადგები არავის, მე ჩემი საქმე და პროფესია მაქვს.უბრალოდ აღმოვჩნდი მოულოდნელად გაუგებარ სიტუაციაში.

ბევრი ვიფიქრე, ვინერვიულე. არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა. არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ჩემი საქმე პოლიტიკასთან გაკარება.“- ამბობს ის.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგა, სადაც თავად გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

პარტიამ მხარდამჭერებისთვის გახსნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ისინი ონლაინ-რეგისტრაციასაც შეძლებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია