fbpx

მიხეილ ყაველაშვილი სენატორების განცხადებებზე: ესაა საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა – დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არაა

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ამერიკელი სენატორების განცხადებებს მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები არის საქართველოს დასჯის მცდელობა, რადგან ხელისუფლება ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.

„ეს არის დამსჯელი შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა, რადგან საქართველოს დამოუკიდებელი, ეროვნულ ინტერესზე დამყარებული, გონიერი პოლიტიკის წარმოება მათთვის მისაღები არ არის. ჩვენ, „ხალხის ძალა“, ამ თვეების განმავლობაში, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგები ვიყავით“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება