fbpx

მიხეილ ყაველაშვილი გიორგი გახარიაზე – ვის რას ემუქრება? აორთქლებულია ქართული საზოგადოებიდან

ვის რას ემუქრება გახარია? აორთქლებულია ქართული საზოგადოებიდან, გიორგი გახარია რაღაცას წარმოადგენდა, როცა იყო მმართველი ძალის წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი, ამით სარგებლობდა და ეგონა, რომ მისი პერსონალური დამსახურება იყო. ამხელა ჯარი ვედექით გვერდში და გადაფარებული ვიყავით. ფაქტია, რომ გაიყიდა, ფასი აღარ აქვს ამ კაცს და ვის ემუქრება? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მარტივად შეიკრა აგენტურული ქსელი, პირდაპირ არის დავალება, როგორ გახდნენ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები.
მისივე თქმით, გიორგი გახარია, ხელმომწერების სია, CNN- ზე გასული სიუჟეტი, ეს არის ერთიანი სპეცოპერაციის ნაწილი, ყველა აქტორს თავისი ფუნქცია აქვს.
„ამ ფერხულში რომ ჩაერთვები, ღირსებამ უნდა შეგაწუხოს. გიორგი გახარია აქ არ იყო, მკერდით რომ ვიცავდით, მთელი ოპოზიცია თვალთხარიას და რას არ უწოდებდნენ, გადაფარებული ვიყავით მთელი უმრავლესობის გუნდი, რომ რაიმე შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ. ჩემ გვერდზე არ იდგა? რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, მე არ ვიყავი მისი კოლეგა? მე ხომ ვერ მომატყუებს, რას აკეთებდა, როგორ მართავდა, ერთი გუნდი ვიყავით. ეს იმიტომ კეთდება, რომ ამ აგენტურული ქსელის მონაწილეა გახარია. მისი სიტყვის ფასი და პერსონა აორთქლებულია ქართული საზოგადოებიდან, ვის მოეკითხება და ვის რას ემუქრება? გიორგი გახარია რაღაცას წარმოადგენდა, როცა იყო მმართველი ძალის წარმომადგენელი და პრემიერ მინისტრი, ამით სარგებლობდა და ეგონა, რომ მისი პერსონალური დამსახურება იყო. ამხელა ჯარი ვედექით გვერდში და გადაფარებული ვიყავით ამ ადამიანზე. ფაქტია, რომ გაიყიდა და აორთქლებულია. გიორგი გახარია, ეს სია, CNN- ზე გასული სიუჟეტი, ეს არის ერთიანი სპეცოპერაციის ნაწილი, ყველა აქტორს აქვს თავისი ფუნქცია. როცა გახარიამ ეს ნაბიჯი გადადგა, ეს შეთანხმებული ნაბიჯი იყო, მას უკვე თავისი ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ძალისხმევით, ბრძოლით, ჩვენი სიმართლის მიწოდებით საზოგადოებისთვის, არ „ჭამა“ ეს სპეცოპერაციის ნაწილი. გახარიამ არჩევნების დროს დაიწყო ასეთი ქმედებები, ხმებს ყრიდა, თითქოს „ქართული ოცნების“ ნაწილია, ბიძინასთან ერთად არის და ა.შ. ამან ვერ გამოიღო შედეგი და ნახეთ მისი რეიტინგი, აორთქლებულია“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება