fbpx

მიხეილ სარჯველაძე: პარლამენტის წიაღიდან მოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაც ​დასავლეთ-ევროპული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ​

საქართველოში, მას შემდეგ რაც კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა ბევრი რამ თავის კონსტიტუციურ კალაპოტში ჩადგა. მთავარ პოლიტიკურ ცენტრად იქცა პარლამენტი და შესაბამისად პარლამენტის წიაღიდან მოდიან პოლიტიკოსები, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რაც დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა დასავლეთ-ევროპული დემოკრატიებისთვის, სადაც ფუნქციონირებს გამართული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პოლიტიკური ცენტრი გადმოსულია და პარლამენტში ფუნქციონირებს.

„ეს ნიშნავს, რომ მთელი საპარლამენტო მუშაობის მოდელი მთლიანად არის იმპლემეტირებული გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, როდესაც რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკა ფუნქციონირებს. აქ შეუძლებელია მარტომ, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები მზადდებოდეს და მიიღებოდეს თუ არა მთელი საპარლამენტო ჩართულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ყველას თავისი ადგილი აქვს საიმისოდ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული იყოს, წარადგინოს საკუთარი შეხედულება, მოსაზრება. მე არ ვარ იმედიანად, რომ დღესვე ოპოზიცია შეძლებს, რომ გადალახოს ის სირთულეები რომელიც მას აქვს და კონსტრუქციულ დისკუსიაში შემოვიდეს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება