fbpx

მიხეილ სარჯველაძემ ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უწყების ხელმძღვანელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, „ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა“, ინფიცირების შემთხვევების ეფექტური დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებული ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ქვეყანა უზრუნველყოფს ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას. კერძოდ, საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება. მომსახურებები ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და პაციენტის მხრიდან, არ ითვალისწინებს თანაგადახდას.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივითა და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებას, სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება