fbpx

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია