fbpx

მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად აღარ არსებობს-თეა წულუკიანი

ალბათ, ბავშვისთვისაც ნათელი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად“, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას საბოლოო ბეჭდის დასმა სჭირდება.

ამასთან, წულუკიანის თქმით, დღეს ქართულმა კანონმა იზეიმოს.

„სამართალდამცველებს მინდა მივულოცო წარმატებული დაკავების ოპერაცია, ასევე მინდა მივულოცო ჩვენს პროკურატურას და სასამართლოს, ვინაიდან დღეს იზეიმა ქართულმა კანონმა. ჩვენ შევძელით, რომ სამართლიანობის აღდგენა ეზეიმა არაერთ დაზარალებულს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამით იშლება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მორიგი ფურცელი, რომელიც სხვადასხვა ბნელი ფერებით იყო სავსე. დავიწყებთ მუშაობას მშვიდად, წყნარად ქვეყნის განვითარებაზე და იმისთვის, რომ ქვეყანა მუდმივად არ იყოს საფრთხის ქვეშ. ალბათ ბავშვისთვისაც ნათელი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება