fbpx

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას-თავდაცვის მინისტრი

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და
პოლიტიზირებას“, – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას ეხმაურება

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და
პოლიტიზირებას“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ყოფილი
პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას,
სადაც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული სუსტი
საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე
და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.
თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე
ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენე, რომლის აღსრულება და
სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში
შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული
ნაბიჯები შეახსენა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისია. რაც შეეხება საერთაშორისო
სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი
სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო
პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია