საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიცკევიჩის
ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს.
აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე, კერძოდ მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების
კვეთიდან, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთამდე, ასფალტის საფარის
მეორე ფენა იგება, რითაც ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდება. 12 000
კვ. მ ფართობზე ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, ადგილზე
მონტაჟდება გარეგანათების სისტემაც.
სამუშაოების დასრულებისთანავე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო
გადაადგილება აღდგენილი იქნება.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე
გაეცნო.