fbpx

მთავრობამ ინკლუზიური ლიდერობა უნდა აჩვენოს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს-ევროკავშირის სპიკერი

პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ევროკავშირის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში Twitter-ზე ორგანიზაციის განცხადება გააზიარა და შემდეგი ტექსტი დაურთო.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა. ეს რისკს უქმნის ქართულ დემოკრატიას. ევროკავშირი ყველა მხარეს დეესაკალაციისა და საერთო ენის პოვნისკენ მოუწოდებს. მთავრობამ ინკლუზიური ლიდერობა უნდა აჩვენოს და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს“, – წერს სტანო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება