საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს. მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით, გაიმართა „ღია კარის დღეც“, რომელსაც სამტრედიისა და ხონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.სტუმრებმა სიმულაციების კლასი და გამოფენილი სამხედრო ტექნიკაც დაათვალიერეს.