fbpx

მე ვფიქრობ რომ გუნდი ძალიან მეგობრულია-ბიძინა ივანიშვილი

ზოგადად, ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ ბოლო ჭეშმარიტება არ არის მისი აზრი. ასე გავიზარდე და ასე ვცხოვრობ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკიდან, სხვადასხვა სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

“ძალიან ხშირად, თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა.

უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება