fbpx

მე ვთვლი რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება-სალომე ზურაბიშვილი

ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაანონსებულ ღირსების მარშს _ჩემთვის მიუღებელია ყველა ფორმა ძალადობის, მუქარის, ზეწოლის, სიძულვილის ენის გამოყენება. მიუღებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა და მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტი და დამცველი. მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება, ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ვთვლი, რომ ყველას აქვს გამოსვლის უფლება. ასევე თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვს უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც არის ყველას უფლება, კონსტიტუციური უფლება. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება