fbpx

მე არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“ და მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა იქნება არჩევნებზე მისვლა-ბიძინა ივანიშვილი

მე გუნდში წასვლასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი, მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ თუ რამე გინდათ ჩემგან აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რადგან მე სიტყვას არ დავარღვევ და საჯაროდ ვიტყვი, რომ პოლიტიკის თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება.

ადამიანები ვართ და დაბადების დღე შეიძლება მივულოცო. ძალიან კარგი ხალხი დავტოვე გუნდში, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები და რა თქმა უნდა ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს, მაგრამ ყოფით დონეზე და არა პოლიტიკის თემაზე“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“

მისი თქმით, ის არც მხარდამჭერი იქნება „ქართული ოცნების“.

„მე არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“ და მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა იქნება არჩევნებზე მისვლა და პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ და საჯარო განცხადება“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება