fbpx

მე არავის ნაჩუქარ ბინაში არ ვცხოვრობ და არც ნახევარი მილიონი ღირებულების ქონება მაქვს-ნათია თამაზაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და ნათია თამაზაშვილი “ტვ პირველის” ეთერში გასულ დეზინფორმაციას პასუხობს და პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ვფიქრობდი საერთოდ ღირდა თუ არა ამ სამარცხვინო ხალხის მიერ სამარცხვინო გადაცემაზე რეაგირება მომეხდინა, მაგრამ კმარა!!! ჩემს უკან ჩემი ოჯახია და ამას ნამდვილად არ იმსახურებენ! ისიც მართალია, ჩემს გარშემო ყველამ იცის რეალობა და ისიც, თუ ვის დაკვეთებს ასრულებენ ამ ტყუილების ტირაჟირებისას, მაგრამ ჩემს ფეისბუქ მეგობრებში ჩარჩენილი, მოღალატე და გულისამრევი ხალხის გასაგონად ვწერ! მე არავის ნაჩუქარ ბინაში არ ვცხოვრობ და არც ნახევარი მილიონი ღირებულების ქონება მაქვს! 3 ოთახინი ბინა, მე და ჩემმა მეუღლემ დაოჯახების მერე შევიძინეთ მშობლების დახმარებით და დღემდე ვაგრძელებთ ცხოვრებას (განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ემიგრანტ დედამთილს ყველაფრისთვის! )პრესტიჟულ ადგილს რაც შეეხება, ვისთვის როგორ! თქვენთვის ალბათ მასეა და მეტს ვერც ნახავთ! მანდედან რომ გადავალ და პრესტიჟულ ადგილზე შევიძენ ბინას (სადაც ჩემს შვილებს თავისი ოთახები ექნებათ), აუცილებლად გაგაგებინებთ ყველა დაინტერესებულ პირს თქვენი ბოროტი გულების “გასახარად!”მეცოდებით, რადგან ზუსტად ვიცი, რომ, ჩემს ოჯახზე ამდენი ცილისწამების გამო, აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან თქვენივე სიბინძურეები!”-წერს თამაზაშვილი. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება