fbpx

მელია პროვოკატორია და არა გმირი! დაე, გაიზიაროს ჟულიან ასანჟის ბედი – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ცხადია, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების დარბაზში ჩატარების გამო, დეპუტატ გავრილოვის პრეზიდიუმში ჩაბრძანების გამო სუს-ის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, პასუხისუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ !!!

ცხადია, 20 ივნისის დემონსტრაციის დარბევის დროს ძალის გადამეტების ყველა შემთხევევა უნდა გამოვიძიოთ, სასტიკი მოძალადეები უნდა დაისაჯონ !!!

უბრალოდ, მაინტერესებს – რატომ არის ნიკა მელია “გავრილოვის პატიმარი”, გმირი, ოკუპაციასთან შეურიგებელი მებრძოლი ???

გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად აუცილებელი იყო, რომ პოლიტიკურ ლიდერს ხალხისთვის იმ შენობაში შეჭრისკენ მოეწოდებინა, სადაც კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი იდგა? გავრილოვის ვიზიტის გაპროტესტება მშვიდობიანად არ შეიძლებოდა? აუცილებელი იყო კედელზე ხალხის შუბლით მიხეთქება? აუცილებელი იყო პოლიციასთან ხელდახელ დაპირისპირება?

არ იყო აუცილებელი! გავრილოვის ვიზიტის გაპროტესტება შესაძლებელი იყო პარლამენტში შეჭრის მოწოდების გარეშე! უბრალოდ, მელიებს, ნაცებს მეტი ხმაური, მეტი სისხლი, მეტი დრამატიზმი, მეტი მუხტი სჭირდებოდათ თავიანთი კარიერისთვის.

მელია პროვოკატორია და არა გმირი!

მას შეეძლო მშვიდობიანად გაეპროტესტებინა პრობლემა, მაგრამ შეგნებულად აირჩია შეხლა-შემოხლისა და არეულობების გზა!

ენმ-ის ოფისში მრავლად არიან შეკრებილნი ადამიანები, რომელთაც ხალხი სასტიკი პოლიციელების წინაშე მარტო დაუტოვებიათ, რათა მსხვერპლად და დემოკრატიის მებრძოლად წარმოეჩინათ თავი. ისინი მრავალჯერ წასულან შეგნებულ პროვოკაციაზე საკუთარი პოლიტიკური მაჯისცემის გამოსაცოცხლებლად !!!

ამიტომ რიგითი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, სამოქალაქო მშვიდობის შესანარჩუნებლად საქართველოს ხელისუფლების იდიოტმა წარმომადგენლებმა ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინონ წინდახედულება და არ დაუშვან ძალადობრივი ესკალაცია, თვალების ამოთხრა, ნეკნების ჩალეწვა და თავების გატეხვა.

დაე, გაიზიაროს მელიამ ჟულიან ასანჟის ბედი იმ გაგებით, რომ წლობით ვერ გამოდიოდეს ერთი შენობიდან …

P.S. სანამ ჩვენ ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბების საშინელ სცენებს ვუყურებთ, ქვეყანა იძირება !!!”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება