fbpx

მაღალმთიან სოფლებში ინკლუზიურ ხელოვნებასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

საქართველოს  მაღალმთიან  სოფლებში  ინკლუზიურ ხელოვნებასა და   სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა

17  თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება პროექტის პრეზენტაცია

(Zoom ონლაინ პლატფორმა)

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის    მხარდაჭერით, აშშ-ის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის“ იწყებს პროექტს: „საქართველოს  მაღალმთიან  სოფლებში ინკლუზიურ ხელოვნებასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა„.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციასა და ინტეგრაციას  საქართველოს მაღალმთიან სოფლებში (გურია, სამეგრელო, ქართლი, თუშეთი, ხევსურეთი)  COVID – 19 პანდემიის დროს; 

საქართველოში დაინერგოს ინკლუზიური ხელოვნება და გახდეს  ხელმისაწვდომი მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირებისა და ბავშვებისთვის. ამაღლდეს საზოგადოების ცნობადობა ინკლუზიური ხელოვნების შესახებ; გაიზარდოს შმმ პირების სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

პროგრამა მოიცავს: პედაგოგ – თერაპევტების გადამზადებას და სერვისში ჩართულობას, რომელიც ითვალისწინებს სამი თერაპიული მოდულის  (დრამათერაპია,  მუსიკათერაპია, ინკლუზიური ცეკვა)  შექმნას, მიწოდებასა და დანერგვას.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებისათვის ინკლუზიური საქმიანობის ყოვლისმომცველი   სახელმძღვანელოს  შექმნას (საჩვენებელი ვიდეო გაკვეთილებით),  კვალიფიციური კადრების მომზადებას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თერაპიები: დრამა თერაპია, მუსიკა თერაპი და ინკლუზიური ცეკვა განხორციელდება შემდეგი აქტივობებით:  სავარჯიშოები,  როლური თამაში.

პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების, ადგილობრივი  ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოების წარმომადგენლების,  შშმ პირთა მშობლების, პედაგოგებისა და  პარტნიორი ორგანიზაციების  ადვოკატირებას. 

პოექტის განხორციელების შედეგად მოხდება,  მაღალ მთიან სოფლებში,  შშმ პირთა  სერვისების და პროგრამების შესახებ ხილვადობის გაზრდა, 60 ბენეფიციარის ინტეგრირება სოციუმში, კვალიფიციური კადრების მომზადება და  პროფესიონალთა  რეკომენდაციებითა და მიმართულებებით  სახელმძღვანელოს შექმნა სახელწოდებით:

“ხელოვნება ინტეგრაციისთვის„ ( ინკლუზიური სწავლების მეთოდები)

ა(ა)იპ „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისათვის„ 2016 წლიდან  ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ახორციელებს  პროექტებს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციაზე საზოგადოებაში, საზოგადოების ცნობიერების  და ცნობადობის ამაღლებას  მოწყვლად ჯგუფების მიმართ.  განხორციელებული პროექტებია: ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი„;  ინკლუზიური ბანაკი: „მე კარგად ვარ შენ„  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თოჯინების სოციალური საწარმო„..

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ქიმოსტელი 595 05 39 59

საზოგადოებრივი ურთიერთობების მენეჯერი: ირინა ცერცვაძე 599 94 66 05

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია