fbpx



მართლა სულ ნუ აიგდეთ თავები ამ ქორბუდა გორსალებმა ! ბიჭი-გიორგი შაქარაშვილი დაღუპულია. ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება , გამაგებინეთ ერთი?!

ჟურნალისტი მანანა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს-

მართლა სულ ნუ აიგდეთ თავები ამ ქორბუდა გორსალებმა რა ! ბიჭი-გიორგი შაქარაშვილი დაღუპულია… ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება , გამაგებინეთ ერთი?!
სვე-წ-კაობა მომინდომეს აქ “კლიჩკებზე” და “პაგანიალებზე” შეუგნებელმა დუპლეტებმა! ან რომელი თქვენი ბავშვობის მეგობარია, რომ გაუშინაურდით, ვინ ჩემი ფეხები ხართ გიორგისთვის, რატომ გგონიათ, რომ “ვიღაცეებისგანაც” ესიამოვნებოდა?! თუ მისმა ოჯახმა მოგცათ ამის უფლება, რქებით რომ აწვებით?!..

და კიდევ, ყოველ დღე ხანჯლებით ნუ ჩეხავთ მის დედას, ცოცხლად ნუ აწამებთ!!! გაუსაძლისი ტკივილია, შეიგნეთ , არაადამიანებო!!!! ადამიანის გონება რომ ვერ გასწვდება, ფანტაზია რომ არ ეყოფა, ისეთი!!!
ძვალი, ხორცი, სისხლი და ჩასუნთქვა ერთდროულად როგორ შეიძლება გტკიოდეთ, გახრჩობდეთ, გეგლიჯებოდეთ, გეწვოდეთ, გსერავდეთ წარმოგიდგენიათ საერთოდ?!!!!
დამუხრუჭდით ცოტა, რამ გაგამხეცათ ასე!!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია