fbpx

მამუკა მდინარაძე: დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ! – ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენ და ჩვენი ქვეყანა რთულად, მაგრამ ყოველთვის ვაღწევთ მიზანს!… წინ ბევრი საქმე და ბრძოლაა მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის!

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ!“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ხოლო წევრობის კანდიდატობას კი მიიღებს დასახული პირობების შესრულების შემდეგ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია