fbpx

მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: “ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

დავით ქართველიშვილი-დღეს მამუკა მდინარაძემ ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესები ერთ ლოგიკურ ფორმულაში ჩასვა: “ომის პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის “ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა”! მე თავს უფლებას მივცემ ეს ფორმულა ნამრავლებად გავყო და ჩემი კომენტარი დავურთო:1) “ერთიანი” – რამდენად მიესადაგება მის დღევანდელ მდგომარეობას ეს ტერმინი. მოქმედების შიდა არეალში – ნაკლებად. ოდესღაც ერთიანი ეს მოძრაობა დღეს “კვების” სხვადასხვა “ძუძუზეა” გადართული, და ამ ფინანსურ წყაროებთან სამკვდრო/სასიცოცხლო ბრძოლის მომსწრენი გავხვდებით ახლო მომავალში. ამ “ერთიანობას” ერთადერთი, საერთაშორისო ვექტორი წარმოაჩენს – ქართულ/უკრაინული, მაგრამ ესეც მანამ, სანამ უკრაინელი ხალხი ამ საერთაშორისო სანაცეთს თავის განაჩენს არ გამოუტანს2) “მოღალატეობრივი” – ყოველგვარი კომენტირების გარეშე. ეს ტერმინი მათი “პოლიტიკური” მოღვაწეობის ბრენდად იქცა. ამ ტერმინის გარშემო მაგნიტური მიზიდულობის ძალით ერთიანდებიან ყოფილი კომუნისტები, ლეიბორისტები, სოციალისტები, კონსერვატორები, ლიბერალები, ნაციონალისტები – მოკლედ, “მოღალატენო ყველა რჯულისა – შეერთდით!” პრინციპით3) “მოძრაობა”…ქვეყნის შიგნით დღეს უფრო “ჩიხური უძრაობა” შეიმჩნევა, რომლის ირგვლივ ყველაფერი ოდესღაც ცოცხალი, ფიზიკურად ან ჭკნება (სააკაშვილი), ან საერთოდ ქრება (აკერმანი). ერთადერთი “მოძრაობა” – ისევ “მოსკოვი-კიევი-თბილისის” სამკუთხედში შეიმჩნევა, მაგრამ ამ მოძრაობის მარგი ქმედების კოეფიციენტიც – გავრილოვის უკანალის მიერ სპიკერის სავარძელში გამოყოფილი სითბოს ოდენობის ტოლფასია, რა თქმა უნდა გიგაკალორიებში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია