fbpx



მამუკა მდინარაძემ ნაციონალური მოძრაობის ბოლო დღის 5 აღიარებას ფეისბუქზე პოსტი მიუძღვნა

ნაცების ბოლო დღეების 5 აღიარება:

  1. სააკაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ “ვორდინგში” სიტყვა დანაშაული სიტყვა შეცდომით ჩაანაცვლა.
  2. გვარამიამ აღიარა, რომ ოჯახის სიყვარული ავადმყოფობად მიაჩნია.
  3. ნაცებმა აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს.
  4. ვაშაძემ აღიარა, რომ სააკაშვილი მისთვის უკვე ფულის მსხვილ კუპიურასთან ასოცირდება.
  5. და ბოლოს, ჩერგოლეიშვილმა აღიარა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს. თქვა, რომ ისინი კვლევებში მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ თავად ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ უჭერდა მხარს სააკაშვილის პრემიერობას. სამწუხარო ისაა, რომ ამ კვლევებს ხშირად ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, რომლებსაც ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას.

იმდენად არიან აჭრილები, რომ დარწმუნებული ვარ, აღიარების სერია და ლუსტრაცია გაგრძელდება… 😊

ნაცების ბოლო დღეების 5 აღიარება: 1. სააკაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ “ვორდინგში” სიტყვა დანაშაული სიტყვა…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Tuesday, September 8, 2020

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია