fbpx

მაია ბითაძე ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას.

მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ.

“რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება. ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში” – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება