ზაქარია ჭელიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს თუ როგორ გამოხატა ერთ-ერთმა რესტორანმა მადლიერება ქართველი ჯარისკაცების მიმართ.
რესტორანში შესულებს, გადასახდელი ჩეკის მოთხოვნის შემდეგ, განულებული ქვითარი მიუტანეს, წარწერით: „მადლობა, რომ ქართულ ჯარში მსახურობთ. თქვენი გადახდილია“
რესტორანმა მათ 215 ლარის ღირებულების შეკვეთა გაუნულა.
„ბედნიერებაა და დიდი სტიმულია. ჩემმა მეგობარმა გამიზიარა მე თქვენ გიზიარებთ. ესეთი საქციელი მისასალმებელია და დასაფასებელი. Sharbati • Restaurant & Wine Cellar“,- წერს ზაქარია ჭელიძე.