fbpx

ლიეტუველი მრჩეველი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი
ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)
მოვლენილ ნატოს მრჩეველთა ჯგუფის (NATO Advisory Team) ლიეტუველ მრჩეველს მედალი
„გენერალი კვინიტაძე “გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა ჟიდრუნას ვალიუსაიტისმა უწყებრივი
ჯილდო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის
ძალებისთვის 2019 წლიდან დღემდე გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მიიღო.
ლიეტუველმა მრჩეველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის (SNGP) ფარგლებში JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ვიცე-პოლკოვნიკი
ვალიუსაიტისი 3 წლის განმავლობაში დახმარებას უწევდა JTEC-ს დამკვირვებელ-
მაკონტროლებელთა მომზადების საერთაშორისო კურსის (IOCT) დაგეგმვასა და აღსრულებაში.
აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებდნენ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების
წარმომადგენლები. ლიეტუველი მრჩევლის აქტიური ჩართულობით IOCT კურსი ჩამოყალიბდა,
როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი JTEC-ისა და საქართველოს თავდაცვის
ძალებისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი ვალიუსაიტისი ასევე აქტიურად იყო ჩართული ნატო-
საქართველოს სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაში. ლიეტუველმა მრჩეველმა საკუთარი
წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ტაქტიკური შეფასების
ცენტრის ჩამოყალიბებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება