fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული კორექტული და მკაცრი მიდგომის შედეგად სტეფანჩუკმა ტონი შეცვალა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული კორექტული და მკაცრი მიდგომის შედეგად სტეფანჩუკმა ტონი შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სამართლიან გულისტკივილს, ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. მისი თქმით ჩვენი დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში კიდევ ერთ კეთილშობლურ და ჰუმანურ აქტად უნდა ჩავთვალოთ რუსეთთან მეომარი ქვეყნის მიმართ. „გუშინ ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ინტერვიუს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ბატონ სტეფანჩუკთან ჩავუღრმავდებით, ძნელი მისახვედრია არაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში, მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული უსიამოვნო ტენდეციებისა, მაინც არის გარკვეული ძალები, რომლებსაც აუხსნეს, რომ მეგობრებთან ურთიერთობა ასე არ შეიძლება. უკრაინის მხრიდანაც საღად და ადეკვატურად მოხდა იმის გააზრება, თუ რა სახის დახმარებას ვუწევთ ჩვენ ომში ჩაბმულ უკრაინას. სხვათა შორის საგულისხმოა, რომ ამავდროულად, უაპელაციოდ უთხრეს უარი უკრაინაში ჩასვლაზე გერმანიის პრეზიდენტს ბატონ ვალტერ შტაინმაიერს. აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული კორექტული და მკაცრი მიდგომის შედეგად კი, სტეფანჩუკმა ტონი შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სამართლიან გულისტკივილს, ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვება. მანამდე კი ჩვენი დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში კიდევ ერთ კეთილშობლურ და ჰუმანურ აქტად უნდა ჩავთვალოთ რუსეთთან მეომარი ქვეყნის მიმართ“- წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება