fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცკლასტერის ლობისტი ევროპარლამენტარების გამოსვლა დღევანდელ აქციაზე-არათუ ამ აქციის, არამედ ნებისმიერი აქციის შეურაცხყოფაცაა

„ამ ფლიდებმა გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია, ხოლო უკრაინა ომშია ჩართული, ისინი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და საქართველო არაო და ისინი-რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა დღეს აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„დღევანდელი აქცია, რომ ევროინტეგრაციას არ ემსახურება ფაქტია, მით უმეტეს უკვე ისმის რევოლუციური, სახელმწიფოს გადატრიალების მოწოდებები-საწინააღმდეგოდ იმისა რაც ევროკომისიამ მოგვიწოდა-პოლარიზაციის შემცირება! აქ, ამ აქციაზე კი, პირიქით პოლარიზაციის გაღრმავებას ვნახავთ აუცილებლად! ხოლო ჩვენი ქვეყნის მოძულე, ნაცკლასტერის ლობისტი ევროპარლამენტარების გამოსვლა დღევანდელ აქციაზე-არათუ ამ აქციის, არამედ ნებისმიერი აქციის შეურაცხყოფაცაა! აი, ამ ფლიდებმა გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრია, ხოლო უკრაინა ომშია ჩართული, ისინი უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები და საქართველო არაო და ისინი-რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ჟიგიმანტას პავილიონისი, ანდრიუს კუბილიუსი და ანა ფოტიგა დღეს აქციაზე შეკრებილებს მიმართავენ. ამხ. მიხეილ გორბაჩოვიც ჩართეთ, 9 აპრილის შემდეგ ლამის მთელ დასავლეთს წამყვანი ჟურნალების წინა გვერდზე ჰყავდათ გამოსახული როგორც დიდი დემოკრატი! ფოტიგები, კუბილიუსები, პავილიონისები, გრეგორევები და იუკნევიჩიენები დარწმუნებული ვარ დღესაც ასე თვლიან გორბაჩოვს, ჰოდა, ბარემ ერთად გაერთიანდით !!!“- წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია