fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი კურტ ვოლკერზე: ეს ის “ყმაწვილია,” რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს და საქართველოს ნატო-ში “ექაჩება,” ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრის ფოტოს და წერს, რომ კურტ ვოლკერი ის “ყმაწვილია,” რომელიც საქართველოს ნატო-ში “ექაჩება,” ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!

„რა არის ახლა ქვემოთ მოყვანილ სურათებში უჩვეულო ან გასაკვირი? კაცმა რომ თქვას არაფერი, ერთგან ორი ადამიანი მენიუს უყურებს, მეორე კი ქორწილის სურათია. რა არის ამ სურათებში ყველაზე ლამაზი, გეთანხმებით თაიგული, დიახ ყვავილების თაიგული! რაც შეეხება ადამიანების თაიგულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ძებნილი, ბრალდებული, ნაცების და მათი ტელევიზიების დამფინანსებელი კეზერაშვილი, “კრიტიკული” მედიის “თვალსაჩინო” წარმომადგენელი ეკა კვესიტაძე და “ჩვენი ამერიკელი მეგობარი” კურტ ვოლკერი! კეზერა და კვესიტაძე კი ვიცით ვინც არიან, ვოლკერზე კი შეგახსენებთ, ეს ის “ყმაწვილია,” რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს( განსხვავებით წინა ხელისუფლებისა), და საქართველოს ნატო-ში რომ “ექაჩება,” ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე! ხოდა ამ ფონზე და ამ სურათებში ყვავილების თაიგული, რომ არის ყველაზე ლამაზი რა გასაკვირია!“- წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება