fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: თვითონ სახელმწიფოს ჰპარავდნენ და ბიუჯეტს ფლანგავდნენ, ივანიშვილი კი თავის ფულს ქვეყანას ახმარს,

ლევან ნიკოლეიშვილი: თვითონ სახელმწიფოს ჰპარავდნენ და ბიუჯეტს ფლანგავდნენ, ივანიშვილი კი თავის ფულს ქვეყანას ახმარს, სამშობლოს სიმშვიდის, სიძლიერისა და გალამაზებისთვის იბრძვის ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება, სადაც მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს. მისი თქმით ეს ის ხალხია, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ციხეში უშვებდა, ბიზნეს ართმევდა, აწამებდა და კლავდა, ბიძინა ივანიშვილმა კი თავის დროზე გადაარჩინა! ახლა დამდგარან და ამ კაცს ლანძღავენ, მადლობის მაგივრად, თვითონ სახელმწიფოს ჰპარავდნენ და ბიუჯეტს ფლანგავდნენ, ივანიშვილი კი თავის ფულს ქვეყანას ახმარს. „მოდით, ვიყოთ გულახდილები და სიმართლე ვთქვათ, რამდენი ადამიანი იცნობს პირადად ბიძინა ივანიშვილის- მე გეტყვით ჩემსას არ ვიცნობ, მხოლოდ ტელეეკრანზე თუ მინახავს! მოდით, ახლა ასევე გულახდილად ვთქვათ, რამდენი გაგვიგია მისი ქველმოქმედების შესახებ-ბევრი, ბევრზე უფრო ბევრი ანუ უამრავი-დაწყებული გაჭირვებაში და სიკვდილის პირას მყოფი ადამიანების გადარჩენისა, დამთავრებული ეკლესია-მონასტრების, ისტორიული და კულტურული ძეგლების აშენება-რესტავრაციით დამთავრებული. მოდით ასევე გულახდილად ვთქვათ, რომ არა მის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე და 2012 წელს არჩევნების, მშვიდობიანი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლა, რა დღეში იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა. მოდით, ახლა ასევე გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რამდენი ადამიანისგან გაგვიგია მე რა გამიკეთა ივანიშვილმაო?! რამდენი მისგან გამაძღარისგან გაგვიგია მისი ღალატი? რამდენისგან გაგვიგია ივანიშვილის ლანძღვა და გინება? ჰოდა, მე გეტყვით ახლა, ეს უსაქმური და ჭორიკანა ხალხია, ეს უმადურები და გაუმაძღარი არსებები არიან, ეს ის ხალხია, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ან მედიას ურბევდა, ციხეში უშვებდა, ბიზნეს ართმევდა, აწამებდა და კლავდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა კი თავის დროზე გადაარჩინა! ახლა დამდგარან და ამ კაცს ლანძღავენ, მადლობის მაგივრად, თვითონ სახელმწიფოს ჰპარავდნენ და ბიუჯეტს ფლანგავდნენ, ივანიშვილი კი თავის ფულს ქვეყანას ახმარს, სამშობლოს სიმშვიდის, სიძლიერისა და გალამაზებისთვის იბრძვის, ადამიანი და ბუნება უყვარს, პოლიტიკას განერიდა, თუმცა ვიღაც-ვიღაცები მის უკან შემობრუნებას ლამობენ. დღეს კი კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ქვეყანას ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის გამშვენიერება-გალამაზების პროექტს მთლიანად აფინანსებს და თბილისის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დაიხარჯება! დენდროლოგიური პარკის ამბავი გამახსენდა ასწლოვანი ხეები სახლში მიაქვსო, რომ ამბობდნენ და ერთხელაც რომ არ შეუხედავთ იმ პარკში, ახლა ალბათ იტყვიან იპოდრომის პარკსაც თავისთვის აკეთებსო, მართალია თავისთვისაც აკეთებს, ჩემთვისაც, თქვენთვისაც, ყველასთვის, მათ შორის უგუნურ-უმადურ-ტუტუცთა შვილებისთვისაც! მთლიანობაში კი ისევ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის აკეთებს ამას!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება