fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი – ელენე ხოშტარიას უსუსური თავის მართლდება, კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს რომ 20 ივნისის ე.წ გავრილოვის საწინააღმდეგო აქციაც რუსული არხებით ფინანსდებოდა და მომავალ კვირას დაგეგმილი 20 ივნისიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება

ერთია, რომ მათ რიგებში თუ პარტიული ელიტას თვის დროზე თანამდებობებზე ყოფნის დროს საკმაოდ აქვთ ფული ნაშოვნი, მეორე კი უფრო საინტერესოა, როდესაც დამფინანსებლად „პრო-ევროპელი“ თუ „პრო-ამერიკელი“ რადიკალური სუბიექტი რუსული რუბლით შემოდის. ელენე ხოშტარიას უსუსური თავის მართლდება მისი მილიონობით რუბლების შესახებ, კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ე.წ გავრილოვის საწინააღმდეგო აქციაც რუსული არხებით ფინანსდებოდა და მომავალ კვირას დაგეგმილი 20 ივნისიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ლოგიკას მივყვებით, „ძველი 20 ივნისიც“ ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას ემსახურებოდა და სავარაუდოდ „ახალი 20 ივნისიც“ ამ მიმართულებით იქნება მიმართული!

„ოპოზიციამ, განსაკუთრებით რადიკალებმა თავი რომ არაერთხელ შეირცხვინეს არ ახალია, ძველია. მათი ეს შერცხვენა-გაფარჩაკებები ავტომატურად აისახება, ხოლმე როგორც მათ რეიტინგებზე და ცხადია არჩევნებზეც. კივილ-წივილ და გაყალბდა-გაყალბდა ყვირილი, რომ არავის სჯერა ესეც ფაქტია. მაგრამ ყველაზე საინტერესოა, თუ საიდან აქვთ მათ გარკვეული ფინანსები, თუნდაც მცირე რიცხოვანი აქციები ან პერფორმანსები, რომ დააფინანსონ. ერთია, რომ მათ რიგებში თუ პარტიული ელიტას თვის დროზე თანამდებობებზე ყოფნის დროს საკმაოდ აქვთ ფული ნაშოვნი, მეორე კი უფრო საინტერესოა, როდესაც დამფინანსებლად „პრო-ევროპელი“ თუ „პრო-ამერიკელი“ რადიკალური სუბიექტი რუსული რუბლით შემოდის. ელენე ხოშტარიას უსუსური თავის მართლდება მისი მილიონობით რუბლების შესახებ, კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ე.წ გავრილოვის საწინააღმდეგო აქციაც რუსული არხებით ფინანსდებოდა და მომავალ კვირას დაგეგმილი 20 ივნისიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. თუ ლოგიკას მივყვებით, „ძველი 20 ივნისიც“ ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას ემსახურებოდა და სავარაუდოდ „ახალი 20 ივნისიც“ ამ მიმართულებით იქნება მიმართული!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება