fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიაზე: ჯერ ტყუილები მოიშალოს, შემდეგ ვალები გაისტუმროს და მერე ილაპარაკოს პოლიტიკაზე

მაინტერესებს, გახარიას მინიონებს თუ აქვთ ეს ვიდეო ნანახი? აი ასე “აბოლებდა” თავისი ჩამოშლილი პარტიის წევრებს, ისე როგორც იტყუება ყველაფერს, რასაც ამბობს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიორგი გახარია ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება.

„მაინტერესებს, გახარიას მინიონებს თუ აქვთ ეს ვიდეო ნანახი? აი ასე “აბოლებდა” თავისი ჩამოშლილი პარტიის წევრებს, ისე როგორც იტყუება ყველაფერს, რასაც ამბობს. ახლა გამოდგა და ბიძინა ივანიშვილთან მინდა დებატებიო. ჰოდა მე ასე ვუპასუხებდი: ჯერ ტყუილები მოიშალოს, შემდეგ ვალები გაისტუმროს, რომ გადაყარა ასობით ადამიანი და სახლები და მანქანები გააყიდინა, მერე ილაპარაკოს პოლიტიკაზე.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება