fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეების მიერ გზების გადაკეტვაზე: ვის უქმნიან დისკომფორტს, ჩვენს მოქალაქეებს? უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეგ გადაკეტვები გადამგდები და მათი აღმა-დაღმა მატარებელი ოპოზიციის ლიდერების სახლებთან მოეწყოთ

ჭირვეული ბავშვი რომ საჭმელს არ ჭამს და ტირილს, უფრო ჯღავილს იწყებს, ასე დაემართა ოპოზიციას. „არა რუსულ კანონს,“ თქვა და მორჩა, რატომ არა და რა არის რუსული ვერ ამბობდა. ამ დროს შეეძლო დამსხდარიყვნენ კანონის ინიციატორებთან და დეტალურად არათუ განეხილათ, არამედ თავიანთ წინადადებებიც წარედგინათ, შეიძლება გაეტანათ კიდეც, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ახლა მთლიანად უცხოეთის იმედზეა, თუმცა, უცხოელებშიც შეინიშნება რიტორიკის შერბილება ხელისუფლების მიმართ. “ხელისუფლებამ თავისი სიტყვა შეასრულა და კანონი კიდეც გაიტანა და კიდეც მიიღო. ახლა, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, როგორც ამბობს, გაჩერებას არ აპირებს, უკვე შეიძლება ერთი-ორი სიტყვა მათზეც ვთქვათ. ჭირვეული ბავშვი რომ საჭმელს არ ჭამს და ტირილს, უფრო ჯღავილს იწყებს, ასე დაემართა ოპოზიციას. „ არა რუსულ კანონს,“ თქვა და მორჩა, რატომ არა და რა არის რუსული ვერ ამბობდა. ამ დროს შეეძლო დამსხდარიყვნენ კანონის ინიციატორებთან და დეტალურად არათუ განეხილათ, არამედ თავიანთ წინადადებებიც წარედგინათ, შეიძლება გაეტანათ კიდეც. ამ სიტუაციაში კი გაკოტრებული და საერთოდ რეიტინგ გამქრალები, მარტო უცხოელების იმედზე არიან. არადა ამ უცხოელებშიც ნელა, მაგრამ მაინც იღვიძებს საღი აზრი და შეიძლება ამ კანონზე ტონი შეარბილონ კიდეც. ახლა რაც შეეხება „გონივრული“ პერფორმანსის ქუჩების გადაკეტვის მონაწილეებს, ვის უქმნიან დისკომფორტს, ჩვენს მოქალაქეებს? უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეგ გადაკეტვები გადამგდები და მათ აღმა-დაღმა მატარებელი ოპოზიციის ლიდერების ე.წ. ლექტორების სახლებთან მოეწყოთ, თუნდაც იმის გამო, რომ აირწინაღებს მომიტინგეებს ურიგებენ, თვითონ კი არ იკეთებენ-აი კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საფრთხის შემთხვევაში მათ აირწინაღებზე უფრო გაქცევა სჭირდებათ. ისე 2008 წლის ომშიც ასე იქცეოდნენ ჯარს და ხალხს მტერს ატოვებდნენ და თვითონ კი კუდამოძუებულები გარბოდნენ, იგივე ლიდერებია, იგივე!” – წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება