fbpx

ლევან იზორია – პრემიერი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კონფერენციის ხელმძღვანელი ბატონი ჰოისგენი გაუწევს მოდერაციას აღნიშნულ პანელს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

„პოლიტიკოსებთან შეხვედრის პარალელურად, ასევე გათვალისწინებულია მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს და კონკრეტული გეგმები დაისახოს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ლევან იზორიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება