fbpx

ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თურქეთის კლინიკაში იმყოფება

„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც მანჯავიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს და ამიტომ გუშინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც კვლევები უტარდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. სხვადასხვა სიმპტომები ჰქონდა და კვლევებზე გადაფრინდა თურქეთში. ამჟამად საავადმყოფოშია. აქვს საერთო სისუსტე და ჰაერის უკმარისობა. ასევე ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც ვერ გაიგეს, რამ გამოიწვია. ამიტომ გადავიდა თურქეთში. დღეს დაიწყეს მისი კვლევა. გავრცელდა ინფორმაცია მისი მოწამვლის შესახებ. მე გამორიცხვით როგორ შემიძლია რომ გამოვრიცხო ან არ გამოვრიცხო, უბრალოდ ასეთი მდგომარეობაა. მოულოდნელად დაეწყო სიმპტომები გაუგებარი მიზეზებით. ჯანმრთელი ადამიანია, მაგრამ მოწამვლის შესახებ ინფორმაცია მაინც არასერიოზულად მიმაჩნია, ღმერთმა დაიფაროს, ასე იყოს“,- განაცხადა მაჯავიძემ.

თავის მხრივ, „ერის“ პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ვასაძე თურქეთში იმყოფება, თუმცა მისი ჰოსპიტალში ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ის თურქეთში სამსახურეობრივ საქმეზე გაემგზავრა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება