თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრულირეაბილიტაცია იგეგმება.„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილისრეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიადგამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემურიადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილიაგზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელისმოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა.ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიზახება ზებრა გადასასვლელებიდა შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობადარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, -აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება,ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.„პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალებისგამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ.ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება,რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობაშედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება.დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომსამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, – განაცხადათბილისის მერმა.